понедельник, 17 марта 2014 г.


   პატარა მეჯვრისხევის  საჯარო სკოლა - ღვთიური მადლით განათებული ცოდნის ტაძარი, სასიამოვნო ეზო, ხმაურიანი დერეფანი, მყუდრო საკლასო ოთახები, ირგვლივ უშურველად დაღვრილი სითბო ...  

  წლები მიჰქრიან,    როგორც ბედაურები და თავისი არსებობის მანძილზე უთვალავჯერ დაირეკა  სკოლის ზარი, უამრავი აღსაზრდელი დაპურდა ცოდნით  და ასე ტრადიციულად სკოლა ქვეყანას უზრდის ზრდილ და ინტელექტუალურ ახალგაზრდობას.                  

 აქ  ყოველი დღე საინტერესო და დაუვიწყარია, თითოეული პედაგოგი თავდაუზოგავად წვრთნის მომავალ თაობას.           

  აქ ყველაფერი კეთდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, სასწავლო გეგმისა და   ფასეულობების დანერგვისა და გავრცელებისთვის.                                   

   აქ  საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი, მათი შესაძლებლობებითა  და ინტერესებით.                აქ  მთავარი ორიენტირია არა მარტო ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი, რაც მიიღწევა მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტებით.             

  აქ შეძენილი ცოდნაა მომავალი თაობის ცხოვრების გრძელი გზის სულიერი საზრდო და საგზალი.             

 აქ ავისრულე ბავშვობის ოცნება-ვეზიარე მასწავლებლობას და საუკეთესო პედაგოგების და დირექტორების გვერდით ვისწავლე მუშაობა.  გავხდი სერტიფიცირებული მასწავლებელი და სკოლის დირექტორი. ჩემს გარშემო არსებული თბილი და მოსიყვარულე გარემო ძალას მმატებს, რომ    მთელი ძალისხმევით,    დაუღალავად ვზრუნავდე სასკოლო ცხოვრების შინაარსიანად და საინტერესოდ წარმართვისათვის. 

ზრდილი და განათლებული მოსწავლე, კმაყოფილი სასკოლო და არსასასკოლო საზოგადოება ჩემი გამოწვევაა...                          


1 комментарий:

  1. დასაწყისისთვის ძალიან კარგია! გისურვებთ შემდგომ წარმატებებს როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში!

    ОтветитьУдалить