ჩემი სკოლა


              პატარა მეჯვრისხევის  საჯარო სკოლა - ღვთიური მადლით განათებული ცოდნის ტაძარი, სასიამოვნო ეზო, ხმაურიანი დერეფანი, მყუდრო საკლასო ოთახები, ირგვლივ უშურველად დაღვრილი სითბო ...            

             წლები მიჰქრიან, როგორც ბედაურები და თავისი არსებობის მანძილზე უთვალავჯერ დაირეკა სკოლის ზარი, უამრავი აღსაზრდელი დაპურდა ცოდნით  და ასე ტრადიციულად სკოლა ქვეყანას უზრდის ზრდილ და ინტელექტუალურ ახალგაზრდობას.               

             აქ ყოველი დღე საინტერესო და დაუვიწყარია, თითოეული პედაგოგი თავდაუზოგავად წვრთნის მომავალ თაობას.           

            აქ ყველაფერი კეთდება ეროვნული სასწავლო გეგმის და მიზნების ფასეულობების დანერგვისა და გავრცელებისათვის.             

            აქ საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი, მათი შესაძლებლობებითა  და ინტერესებით.               

            აქ მთავარი ორიენტირია არამარტო ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი, რაც მიიღწევა მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტებით.             

            აქ შეძენილი ცოდნაა მომავალი თაობის ცხოვრების გრძელი გზის სულიერი საზრდო და საგზალი.             

            აქ საუკეთესო პედაგოგების და დირექტორების გვერდით ვისწავლე მუშაობა და სერტიფიცირებული მასწავლებელი და სკოლის დირექტორი  გავხდი და   მთელი ძალისხმევით    დაუღალავად ვზრუნავ სასკოლო ცხოვრების შინაარსიანად და საინტერესოდ წარმართვისათვის.                           


Комментариев нет:

Отправить комментарий